вторник, 22 декабря 2009 г.

ახალი მედია..

| |


 

               ეს დავალება რთული ნამდვილად არ არის ,მაგრამ რაღაცა ძალიან მეზარება?!  რა ცუდია როდესაც რაღაცა ძალიან გეზარება.გეზარება  და არც იცი რა გეზარება,მაგრამ ამ შემთხვევაში ზუსტად ვიცი რაც მეზარება.. ხო კაი კაი დავწერ =)).

                დავიწყებ ახალი მედიით ,ახალი მედია არის სწორედ ის საგანი რომელზეც მე დღეს ბევრი უნდა ვისაუბრო  ,ვისაუბრო და რა ვისაუბრო არც ვიცი, მაგრამ  თუ ვიცი რომ ახალ მედიაზე უნდა  ვისაუბრო,  ე.ი  ვიცი რაზეც  უნდა ვისაუბრო?=))

                 იცით, მე მართლა ძალიან მომწონს ეს საგანი იმის მერე ,რაც მიკითხავენ ,იმის მერე რაც ახალ მედიაზე მართლა იმას ვწერ  რაც მე მინდა,რაც მე მინდაში აზრის თავისუფლებას ვგულისხმობ,ხოლო აზრის თავისუფლება არის ჩემთვის ის რაც მე უფრო თამამს მხდის ვწერო იმაზე რაზეც  მე მინდა რომ  ვწერო.   დღეს წერო იმაზე რაზეც შენ გინდა რომ წერო ,არის ძალიან რთული და საპასუხისმგებლო. ჩვენ არ ვცხოვრობთ ქვეყანაში რომელიც ნანდვილად გამოირჩევა აზრის თავისუფლებით,აქ აზრის თავისუფლება სულ სხვა რაღაცას ნიშნავს, აქ აზრის თავისუფლება არის  ‘‘ციხე’’ , ამიტომაც თამამად ვიტყვი იმას რომ ,ეს არის ის ლექცია რომელიც მე ძალიან მომწონს, ეს არის ის ლექცია რომელიც არის ჩემთან ძალიან ახლოს ,და ეს არის ის ლექცია რომელზეც ისე  ვწერ როგორც მე მინდა , და იმას ვწერ და დავწერ რასაც მე მინდა და ვიზეც მე მინდა..ამ ერთი სემესტრის განმავლობაში  სწორედ ის ვისწავლე რომ ,ყოველთვის იმაზე უნდა ისაუბრო და წერო რაზეც შენ გინდა სინამდვილეში..

                   დღეს აქ  დაისვა ასეთი კითხვა :’როგორია თქვენი შთაბეჭდილება ამ კურსის შესახებ?’ პრინციპში მე ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრე,მაგრამ დავამატებ იმას რომ, ამ საგანმა ბევრი რამ მასწავლა. შეუძლებელია ამ ლექციამ არ დაგაინტერესოს თავისი მრავალფეროვნებით ,ხოლო მრავაფეროვნება ბადებს აზრს,და აზრი არის მნიშვნელოვანი  იმაში, რომ რაღაც დაწერო..ფაქტიურად წერ მაშინ როდესაც აზრი გებადება .

                  

1 комментарий: