вторник, 1 декабря 2009 г.

გადარჩენის ინსტიქტი

| |

ჩვეულებრივ ლექციაზე,ლექტორმა თამაშის მაგვარი დავალება მოგვცა,თამაშში
12 სტუდენტი ვიღებდით მონაწილეობას.რაც შემდეგში მდგომარეობდა:გემმა განიცადა კატასტროფა და ჩაიძირა,გემზე ვიმყოფებოდით 12 ადამიანი
სხვადასხვა პროფესიის:ორსული,მშენებელი,ჰომოსექსუალის პარტნიორი,მზარეული,მეზღვაური,ჯარისკაცი,ექიმი,ადამიანის უფლებების დამცველი,ვეტერინარი,მოხუცი ქალი,მონადირე,ჰომოსექსუალი და ყველა გადაგვსვეს პატარა ნავში.ჩვენდა სამწუხაროდ ნავიც იძირება.ჰორიზონტზე მოჩანს ერთი უკაცრიელი კუნძული,სადაც კანიბალები ცხოვრობენ.ამ კუნძულზე მისაღწევად,ერთი კაცი უნდა გავწიროთ,ნავიდან გადავაგდოთ,რომ არ ჩაიძიროს.ყველა პროფესიის ადამიანმა უნდა დაიცვას საკუთარი თავი..მე მზარეული ვიყავი.გაიმართა დისკუსია.გადაგდების კანდიდატები იყვნენ:ჯარისკაცი,მოხუცი ქალი და ჰომოსექსუალი,მაგრამ ბოლოს სულ სხვა გადავაგდეთ,ეს იყო ვეტერინარი,რომელმაც რვა უარყოფითი ხმა მიიღო და გადავაგდეთ ნავიდან.ასე გადავარჩინეთ ნავი ჩაძირვას,მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის,რა იცი რა მოგველის კანიბალებით დასახლებულ კუნძულზე.

ნათია შიოშვილი

0 коммент.:

Ir arriba

Отправить комментарий