вторник, 22 декабря 2009 г.

ახალი მედიის კურსი

| |

ნათია შიოშვილი


4 კურსის პირველ სემესტრში გავიარეთ საგანი “ახალი მედია”,რომელსაც გვასწავლიდა ანა სიდამონიძე.ეს საგანი თავიდან უცხო იყო მთელი ჯგუფისთვის,მაგრამ გზადაგზა,ეტაპობრივად ვისწავლეთ ბევრი რამ.სალექციო კურსის მსვლელობისას მუშაობა გვიწევდა კომპიუტერთან.ლექტორმა ჯგუფი გაგვყო ორ ნაწილად,დავრეგისტრირდით '''ბლოგგერ'' საიტზე,ავირჩიეთ თემები,რომლებზეც ჯგუფის თითოეული წევრი ინდივიდუალურად ვმუშაობდით და შემდეგ “ბლოგგერ”-ზე ვაქვეყნებდით.ამ საიტზე უნდა გამოგვექვეყნებინა ისეთი თემები,რომლებიც ყველას დაინტერესებას პოვებდა და ბევრი მკითხველიც ეყოლებოდა.არვიცი რამდენად დააინტერესა მკითხველი ჩემმა დაწერილმა სხვადასხვა საკითხზე თემებმა,მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი ვყოფილიყავი უშუალო,პირდაპირი და გასაგები ენით დამეწერა.ლექტორიც ძალიან მომეწონა,მის მიმართ თავიდანვე დადებითად განვეწყვე.ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან იყო მეგობრულად,ცდილობდა გასაგები ყოფილიყო ჩვენთვის ესა თუ ის საკითხი და არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია ურთიერთობისას.
გვიწევდა აგრეთვე ლექციაზე მიმდინარე პროცესების აღწერა,რამაც გვასწავლა დამოუკიდებლად აზროვნება და ბევრი ისეთი რაღაც,რაშიც აქამდე ვიყავით შეზღუდულები და არ შეგვეძლო თუნდაც ის რომ გვეწერა მარტივი და გასაგები ენით.

0 коммент.:

Ir arriba

Отправить комментарий