понедельник, 7 декабря 2009 г.

ფედერაციის დასკვნა..

| |


27 ნოემბერს სპორტის დეპარტამენტში ფეხბურთის ფედერაციის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. სხდომის დასრულების შემდეგ კი დეპარტამენტის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, და გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ უპასუხეს.ზვიად სიჭინავა:" აუდიტის დასკვნა არ იყო სრულყოფილი, ამიტომ უკან დაბრუნდა და 3-4 დღე მიეცა აუდიტს, რომ დოკუმენტს სრულყოფილი სახე მიეცეს. დაახლოებით 10-12 დღეში კი კიდევ ერთი სხდომა ჩატარდება და ეს საკითხი იქ განიხილება.ფეხბურთის ფედერაციას საქართველოს ბანკში აქვს ჩადებული ფედერაციის შენობა და 2 მილიონი დოლარის გადახდის შემთხვევაში შენობა უკან დაბრუნდება. გარდა ამისა, ბანკშია ჩადებული ეროვნული სტადიონის 5% წილი, რომელიც ფედერაციას ეკუთვნის. ფინანსური პრობლემები დაიწყო მას შემდეგ რაც კლაუს ტოპმიოლერმა ფედერაციას გერმანიაში მოუგო სასამართლო და 3 მილიონი ლარი წაიღო.რაც შეეხება იმას თუ ვინ უნდა დაისაჯოს ამ ვალების გამო. ვფიქრობ, რომ ეს არ არის იურიდიული პასუხისმგებლობის საქმე.

0 коммент.:

Ir arriba

Отправить комментарий